ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია

ბელარუსის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა. ის 9 აგვისტოს გაიმართება.

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ვლადიმერ ანდრეიჩენკოს თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ლიდერის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, დეპუტატებს სერიოზული და პასუხისმგებლიანი საორგანიზაციო-პოლიტიკური სამუშაო ელის.

არჩევნების გამართვას 9 აგვისტოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.