ბელარუსის ცესკო-მ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა

ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების თანახმად, ხმათა 80,1% - ით გამარჯვება მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი ხმათა 10,12% მიიღო.

ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებას მასობრივი გამოსვლებით აპროტესტებს.