ბელარუსმა ნავთობი, რუსეთის ნაცვლად, ნორვეგიისგან შეიძინა

ბელარუსის მთავრობამ 80 000 ტონა ნავთობი, რუსეთის ნაცვლად, ნორვეგიისგან შეიძინა და „ნაფტანის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ლიეტუვის კლაიპედას პორტის გავლით გადაზიდავს. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, მიწოდება 22 იანვარს დაიწყება.

მანამდე, ბელარუსის ვიცე-პრემიერმა, დმიტრი კრუტოიმ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ნაცვლად, სხვა წყაროების მოსაძებნად მინსკმა კომერციული წინადადებები უკრაინაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში გაგზავნა.