ბელარუსმა საკუთარი ვაქცინა შექმნა

ბელარუსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინა შექმნა. ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

"გუშინ ჩვენ ვაქცინა მივიღეთ სინჯარაში - ბელორუსული. სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, როგორც ექიმებმა უწოდეს ეს ცოცხალი ვაქცინაა", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 1 აპრილს ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას 2021-2023 წლებში ბელორუსული ვაქცინის შექმნის შესახებ.