ბელარუსს ახალი პრემიერი ეყოლება

ბელარუსის მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც 9 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმუშავებს, უახლოეს დღეებში იქნება ფორმირებული. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

"მე ამ მთავრობაში მოვალეობის შემსრულებელს დავნიშნავ და არჩევნების შემდეგ, თუ ის კარგად იმუშავებს, ჩვენ მას დავამტკიცებთ", - განაცხადა ლუკაშენკომ.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.