ბელარუსში აქციების ფონზე Twitter-ის ბლოკირებას ცდილობენ

Twitter-ის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ დააფიქსირეს მიკრობლოგის  ბლოკირების არაერთი მცდელობა ბელარუსში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილი აქვს Twitter-ის ტროლინგის და ბლოკირების მცდელობას ბელარუსში, რაც დაკავშირებულია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ რეაქციასთან. ინტერნეტის გათიშვა ძალიან საზიანო მოვლენაა. ასეთი ქცევა არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და ღია ინტერნეტის პრინციპებს“, - აღნიშნულია Twitter-ის განცხადებაში.

შეგახსნებთ, ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსადრე ლუკაშენკომ ხმათა 80,23% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციონერი ბლოგერის სერგეი ციხანოვსკის მეუღლემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი 9,9% .

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და საპროტესტო აქციები მეორე დღეა, არ წყდება.