ბელარუსში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 38 956-ს აღწევს

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 38 956-ს მიაღწია. ჯამში გარდაიცვალა 214 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 897 შემთხვევაა გამოვლენილი, 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ბელარუსში ახალი კორონავირუსისგან სულ 15 923 ადამიანი გამოჯანმრთელდა.