ბელარუსში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 45 116-ს აღწევს

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 45 116-ს მიაღწია. ჯამში გარდაიცვალა 248 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 861 შემთხვევაა გამოვლენილი, 5 ადამიანი გარდაიცვალა.

ბელარუსში ახალი კორონავირუსისგან სულ 20 171 ადამიანი გამოჯანმრთელდა.