ბელარუსში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 48 630-ს აღწევს

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 48 630-ს მიაღწია. ჯამში გარდაიცვალა 269 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 879 შემთხვევაა გამოვლენილი, 6 ადამიანი გარდაიცვალა.

ბელარუსში ახალი კორონავირუსისგან სულ 23 647 ადამიანი გამოჯანმრთელდა.