ბელარუსში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 54 680-ს აღწევს

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 54 680-ს მიაღწია. ჯამში გარდაიცვალა 312 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 707 შემთხვევაა გამოვლენილი, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

ბელარუსში ახალი კორონავირუსისგან სულ 30 420 ადამიანი გამოჯანმრთელდა.