ბელარუსში დამოუკიდებლობის დღეს 17 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის დროს 17 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დამოუკიდებლობის დღეს ბელარუსი 3 ივლისს აღნიშნავს. რამოდენიმე ქალაქში დემონსტრანტები მთავარ ქუჩებში გამოვიდნენ და ქვეყნის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ პროტესტი გამოთქვეს. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის დღეს პოლიციელები  ყოველგვარ პროვოკაციას შეაჩერებდნენ, მათ შორის პოლიტიკურს.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.