ბელარუსში დღევანდელ საპროტესტო აქციებზე 200-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე 200-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ადამიანის უფლებადამცველთა ცენტრი "ვესნა" ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე გაათავისუფლეს.

ბელარუსში 50-ე დღეა რაც საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები წესების დარღვევით ჩატარდა და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნას, ასევე დემონსტრაციების დროს მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენებაში პასუხისმგებელი პირების დასჯა წარმოადგენს.