ბელარუსში ეპიდემიის მიუხედავად 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, 9 მაისის გამარჯვების აღლუმის გაუქმება დაუშვებელია, ვინაიდან ეს მოქალაქეებისთვის "ემოციური, ღრმად იდეოლოგიური" რამ არის. ადგილობრივი მედიის განცხადებით გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმი კორონავირუსის ეპიდემიის მიუხედავად მაინც ჩატარდება.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ომის მონაწილეები შესაძლოა იმ პერიოდში ვირუსებისგან და ხვაა დაავადებებისგან იღუპებოდნენ, თუმცა ისინი ამაზე არ ფიქრობდნენ და ერთადერთი რაც მათ ადარდებდათ, სხვა ადამიანების სიცოცხლე იყო. პრეზიდენტი, სწორედ ამიტომ, მართებულად მიიჩნევს, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ. 

პრეზიდენტმა აქვე დასძინა, რომ აღლუმზე დასწრება ნებაყოფლობითია და ვისაც ინფიცირების შიში აქვს უმჯობესი იქნება შინ დარჩეს.