ბელარუსში ჰაკერებმა 1000 პოლიციელის პირადი მონაცემები მოიპარეს

ბელარუსში ჰაკერებმა პოლიციის 1000 ოფიცრის პირადი მონაცემები მოიპარეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

”თუ დაპატიმრებები გაგრძელდება, მონაცემების მასიურ გამოქვეყნებას განვაგრძობთ”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოპოზიციურმა საინფორმაციო კომპანია Nexta Live-მა გაავრცელა. 

თავის მხრივ, მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მონაცემთა გაჟონვაში დამნაშავე პირები აუცილებლად დაისჯებიან. 

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.