ბელარუსში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა

ბელარუსში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მკურნალობას ამჟამად 634 პაციენტი გადის. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

"პაციენტების ნაწილში დაავადება მსუბუქი ან საშუალო ფორმით აღენიშნება. დარეგისტრირებულია პაციენტების გარდაცვალების 13 შემთხვევა, რომელთაც მრავლობითი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა", - განაცხადეს უწყებაში.