ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 828-მდე გაიზარდა

ბელარუსში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 911 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც ინფიცირებულთა რიცხვი 15 828-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფექციას კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რიცხვი 97-ს აღწევს.

ბელარუსში ინფექციისგან 3117 ადამიანი განიკურნა.