ბელარუსში ლუკაშენკოს ინაუგურაციის თარიღს ისევ მალავენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის თარიღი ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე იქნება ცნობილი. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერის პრესმდივანმა, ნატალია ეისმონტმა განაცხადა.

ეისმონტმა უპასუხა კითხვას - ხომ არ იგეგმება ცერემონიის ჩატარება 29 სექტემბერს, როგორც ამის შესახებ მედია წერს.

"ჯერ შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ", - განაცხადა მან.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.