ბელარუსში მამაკაცს პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსში სასამართლომ მამაკაცს ქვეყნის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ ვადას ის საერთო რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.

ამასთან, მამაკაცს განაჩენის გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში ჯერ კიდევ შეუძლია.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.