ბელარუსში "რადიო თავისუფლების" გვერდები ექსტრემისტულად გამოაცხადეს

"რადიო თავისუფლება - ბელარუსის" Telegram-არხი და სოციალური ქსელები ბელარუსში ექსტრემისტულად გამოაცხადეს. ინფორმაციას ქვეყნის შსს ავრცელებს.

ბელარუსის რეჟიმმა "რადიო თავისუფლება - ბელარუსის" პროდუქცია ექსტრემისტულად აღიარა.

ბელარუსის შსს განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ექსტრემისტული მასალების შენახვა, ასევე ტელეგრამის არხების გამოწერა და ექსტრემისტულად აღიარებული ჩატები კანონით იდევნება“.

ცნობისთვის, 2020 წელს ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციებზე არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომელთა მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. აქციები ჩაახშეს, ოპოზიციის წინააღმდეგ კი რეპრესიები ტარდება. ლუკაშენკოს რეჟიმის ლეგიტიმურობას დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა არ ცნობს.