ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათიდან გახსნილია და ამომრჩევლებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საღამოს 20:00 საათამდე შეეძლებათ.

არჩევნებისთვის სულ 5767 საარჩევნო უბანი მომზადდა, მათ შორის 44 ქვეყნის საზღვრებს გარეთ მდებარეობს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საარჩევნო უბნებზე დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.

ბელარუსის პრეზიდენტობისათვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკოც, რომელიც უკვე 26 წელია ქვეყნის სათავეშია.