ბელარუსში თანამშრომლები სპეცსამსახურის რიგებს ტოვებენ - VIDEO

ბელარუსში სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც რამდენიმე პირი აცხადებს, რომ ისინი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლები არიან, მათ ფიცი საკუთარი ხალხის წინაშე დადეს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და საპროტესტო აქციების სასტიკად დარბევის შემდეგ, მათ აღარ უნდათ სპეცსამსახურის ფორმის ტარება და მასზე უარს ამბობენ.

 

ამასთანავე, ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხის „ბელარუს 1“-ს ტოვებს ჟურნალისტების ნაწილიც. მათ შორისაა გადაცემა „არსენალის“ წამყვანი ვლადიმირ ბურკო. ამის შესახებ ურნალისტმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განაცხადა. ბურკომ სამხედროებს მოუწოდა, გონს მოეგონ, ვიდრე გვიან არ არის და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.