ბელგიამ COVID-სერტიფიკატები სატესტო რეჟიმში აამოქმედა

ბელგიამ ევროპული "მწვანე ციფრული საშვები" სატესტო რეჟიმში აამოქმედა. ისინი ევროკავშირის მოქალაქეებს გაერთიანების შიგნით მოგზაურობის საშუალებას კარანტინისა და ტესტების გარეშე აძლევს. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

"ევროპული ციფრული საშვი 1 ივლისიდან ამოქმედდება, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებს მისი ნებაყოფლობით დანერგვა უფრო ადრე შეუძლიათ, რათა თავიანთი მოქალაქეების მოგზაურობას ხელი შეუწყონ. ბელგიამ ამის გაკეთება დღეიდან გადაწყვიტა", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობამდე მან ვაქცინაციის სერტიფიკატი უკვე ჩამოტვირთა.