ბელგიაში ასობით პოლიციელი კარანტინში გადავიდა

ბელგიაში ხუთასზე მეტი პოლიციელი კარანტინში გადავიდა. ამის შესახებ The Brussels Times წერს.

ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს, რომ შესაძლოა, სამართალდამცავთა სერიოზული ნაკლებობა შეიქმნას, თუ COVID-19 ძალოვან სტრუქტურებში გავრცელებას გააგრძელებს.

”ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ პოლიციელთა საჭირო რაოდენობა შევინარჩუნო”, - განაცხადა ბელგიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა.