ბელგიაში ავტომობილისა და მატარებლის შეჯახებას 3 პირი ემსხვერპლა

ბელგიაში სამი ადამიანი დაიღუპა მატარებლისა და ავტომობილის შეჯახების შედეგად. შემთხვევა დასახლებულ პუნქტ ერნისთან საღამოს მოხდა. მატარებელი ბრიუსელიდან ტურნეში მიემგზავრებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა შუქნიშანზე მოძრაობის ამკრძალავ ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და შლაგბაუმი გადაკვეთა, რა დროსაც შეჯახება მოხდა. მანქანში მჯდომი სამივე ახალგაზრდა ადგილზე ადგილზე დაიღუპა.

ინციდენტის შედეგად დროებით შეფერხდა მატარებლის მოძრაობა. მატარებელში არავინ დაშავებულა.