ბელგიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების საშუალო დღიური ზრდა დაფიქსირდა. Report.ge-ს ცნობით, ასეთია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის Sciensano-ს მონაცემები.

დღე-ღამეში COVID-19-ით ინფიცირების 82%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ინსტიტუტში განაცხადეს, რომ 24 საათში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა - 27 199 გამოვლინდა.

პანდემიის პერიოდში ბელგიაში კორონავირუსის 2,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. დაახლოებით 28 400 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების მაჩვენებელმა 100 ათას მოსახლეზე 14 დღეში 1108 შემთხვევას მიაღწია.