ბელგიაში ექიმებმა პრემიერ-მინისტრს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს - VIDEO

ბელგიაში სამედიცინო მუშაკებმა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრს, სოფი ვილმესს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.

აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს, როგორც ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი რეგულაციის, ასევე, ჯანდაცვის სისტემისადმი. აქციაში მონაწილეობა მიიღო სამედიცინო დაწესებულების 120-მდე თანამშრომელმა.

ექიმთა კავშირის განცხადებით, თანამშრომლები აპროტესტებენ მთავრობის ბრძანებას, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო სავალდებულო გახდა.

გარდა ამისა, ექიმების თქმით, ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით არასაკმარის თანხებს გამოყოფს.