ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 262-ს მიაღწია

ბელგიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 266 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 933-ით გაიზარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში COVID-19-ით 6 262 ადამიანია დაღუპული.

ჯამში ბელგიაში კორონავირუსის 41 889 შემთხვევაა დაფიქსირებული.