ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს

ბელგიაში ბოლო-დღე ღამეში COVID-19-ის 1 684 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა რიცხვი 26 667--მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს კრიზისულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო დღე-ღამეში 496 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში კორონავირუსს 3 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.