ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 45 ათასს აჭარბებს

ბელგიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 241 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 1032-ით გაიზარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში COVID-19-ით 6917 ადამიანია დაღუპული.

ჯამში ბელგიაში კორონავირუსის 45 325 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 10 417 პაციენტი.