ბელგიაში კორონავირუსს 8415 ადამიანი ემსხვერპლა

ბელგიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 639-ით გაიზარდა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში COVID-19-ით 8415 ადამიანია დაღუპული.

ჯამში ბელგიაში კორონავირუსის 51 420 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 12 980 ადამიანი.