ბელგიაში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა

ბელგიის სამხრეთით მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ტელეარხი RTBF ავრცელებს.

გარდა ამისა, ოთხი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება: 15 წლის გოგონა და სამი მაშველი, რომელთა ნავი გადატრიალდა.

სამხრეთ ბელგიაში, ვალონიაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობა 15 ივლისის ღამეს დაიწყო. ხუთშაბათს წვიმები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, 1300 გაუჩინარდა.