ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს სოფი ვილმესს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ვილმესმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

"ჩემი ტესტის შედეგი COVID–19-ზე დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირება, სავარაუდოდ, ჩემს ოჯახურ წრეში მოხდა, ვინაიდან, სახლს გარეთ სიფრთხილის ყველა ზომას ვითვალისწინებდით", - წერს ვილმესი.

ცნობისთვის, 12 ოქტომბერს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდა.