ბელგიის სამინისტროებმა უცნობი თეთრი ფხვნილით სავსე კონვერტები მიიღო

ბელგიაში, ვალონიის რეგიონში, რამდენიმე სამინისტრომ, დღეს, ფოსტით, ანონიმური წერილები მიიღო, რომელშიც გაურკვეველი სახის თეთრი ფხვნილი იყო მოთავსებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ ნამიურსა და ჟამბში მოხდა.

სპეციალისტებმა შენობების დაუყოვნებლივ იზოლირება მოახდინეს და ცდილობენ დაადგინონ, კონვერტში ციმბირის წყლულის გამომწვევი ბიოლოგიური იარაღი ხომ არ იყო მოთავსებული.