ბელგრადში, ტელევიზიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - VIDEO

ბელგრადში, სერბეთის ეროვნული ტელევიზიის (RTS) შენობასთან, სამშენებლო მოედანზე აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ტელეარხი RTS ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ბალონი.

აფეთქების შედეგად ტელეკომპანიის რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.

ადგილზე მაშველები და მეხანძრეები არიან მობილიზებული.