ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ვნებიანი კოცნა ვიდეოზე მოხვდა - VIDEO

მომღერალ ჯენიფერ ლოპესისა და მსახიობის, ბენ აფლეკის ვნებიანი კოცნა ვიდეოზე მოხვდა. Page Six-ის რეპორტიორებმა წყვილი მალიბუში ვახშმის დროს გადაიღეს.

გამოცემა წერს, რომ ბენი ჯენიფერსა და მის ოჯახს ლოპესის დის, ლინდას 50 წლის იუბილეს აღსანიშნად შეუერთდა.

Page Six-ის წყარო ამბობს, რომ ვახშამზე ბენი და ლოპესი ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ. მაგიდის ქვეშ მათ ერთმანეთის ხელი ეჭირათ.