ბენიამინ ნეთანიაჰუ ომანის ყურეში გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარ აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს.

"ეს ნამდვილად ირანის ოპერაცია იყო. ეს ცხადია", – განუცხადა ნეთანიაჰუმ რადიო "Kan-ს"

ისრაელის კუთვნილ სატვირთო გემზე Helios Ray-ზე, რომელიც სინგაპურისკენ მიდიოდა, პარასკევს აფეთქება მოხდა. გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრებისგან არავინ დაშავებულა. აფეთქების შემდეგ, გემი შესაკეთებლად დუბაის პორტში შევიდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.