ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამი ახალი მინისტრი დანიშნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის კანცელარია ავრცელებს.

კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ცახი ანეგბი დაინიშნა, რომელიც პარალელურად რეგიონალური თანამშრომლობის სამინისტროს ხელმძღვანელობს. განათლებისა და ტექნოლოგიების მინისტრი ოფირ აკუნისი შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრობის პორტფელსაც ჩაიბარებს. დიასპორის საკითხებში მინისტრი კი ციპი ხოტოველი იქნება.

სამივე ახალი მინისტრი პარტია "ლიკუდის" წევრია.