ბერძნებს თმის შეჭრის უფლება მისცეს - PHOTO

საბერძნეთში კარანტინის შემსუბუქება დაიწყო. დღეს მუშაობა განაახლეს სილამაზის სალონებმა, ყვავილების და წიგნების მაღაზიებმა, რომელიც 6 კვირის წინ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიხურა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა თმის სტილისტის მომსახურეობაზეა. სილამაზის სალონები და ბარბერ-შოპებში მოხვედრა მხოლოდ წინასწარი ჩაწერითაა შესაძლებელი.

ყვავილებისა და წიგნების მაღაზიების გარდა, მუშაობა განაახლა ოპტიკის და სპა-მომსახურეობის სალონებმაც.

მოსალოდნელია, რომ სკოლები, რესტორნები და ბარები თვის ბოლოს გაიხსნება. სასტუმროები ვიზიტორთა მიღებას 1 ივნისიდან შეძლებს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებმა პირბადე უნდა ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან. ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.