ბერძნული მედია - თურქეთის წყალქვეშა ნავი საბერძნეთის წყლებში შევიდა

თურქეთის წყალქვეშა ნავი ატიკას სანაპიროს მიუახლოვდა და საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ArmyVoice ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით, პორტალი აღნიშნავს, რომ საბერძნეთის საჰაერო ძალებში განგაშის სიცხადე გამოცხადდა და ვერტმფრენები წყალქვეშა ნავებს ეგეოსის ყველა რეგიონში ეძებენ.

პორტალი იუწყება, რომ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, დაახლოებით 6-8 თურქული წყალქვეშა ნავია განლაგებული, რომლებიც საბერძნეთის სანაპირო ზოლებში შესვლას ცდილობენ.

თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დამოწმებული არ არის.