დაუდგენელმა პირებმა ბერლინში თურქეთის საელჩოსთან ავტომობილი დაწვეს

დაუდგენელმა პირებმა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში თურქეთის საელჩოსთან ავტომობილი დაწვეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 3.45-ზე მოხდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მათი თქმით, მანქანას სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული.