ბერლინის ერთ-ერთ ეკლესიაში ძაღლები აკურთხეს

4 ოქტომბერს ბერლინში, პროტესტანტულ ეკლესიაში Genezarethkirche ძაღლების დალოცვის რიტუალი ჩატარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ცნობით, ღონისძიება ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი, რომელიც ყოველწლიურად 4 ოქტომბერს აღინიშნება. პატრონებსა და მათ ოთხფეხა მეგობრებს გრძელ რიგშიც მოუწიათ დგომა, თუმცა ამას მათ საზეიმო განწყობაზე უარყოფითად არ უმოქმედია.