ბერლინის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

ბერლინის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 27 აპრილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ქალაქის მერმა, მაიკლ მიულერმა განაცხადა.

მიულერის განცხადებით, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილებისას 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა კვლავ მოუწევთ. ამასთან, პირბადის გამოყენების რეკომენდაცია მიეცათ სავაჭრო ობიექტებსაც. პირბადის ტარება გერმანიის 10 ფედერალურ მიწაზეა სავალდებულო.

რობერტ კოხის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით,  გერმანიაში COVID-19-ით სულ143,457 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 4,598 გარდაიცვალა.