ბერლინის თავდასხმის შემდეგ გერმანიაში 9 ტარაქტი აღკვეთეს

ბერლინის ტერაქტის შემდეგ, რომელიც 2016 წელს მოხდა, გერმანელმა სამართალდამცველებმა 9 ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

პოლიციის თქმით, ნოემბერში ორი ტერაქტი იყო აღკვეთილი.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მაბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილმა თავდასხმების გააქტიურებას შეიძლება გაუკეთოს პროვოცირება. „ისლამური სახელმწიფოს ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, რადიკალურ ისლამისტურ წრეებში დასავლეთში მზარდი ტერორისკენ მოწოდებები გაძლიერდა“, - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელნი, სვენ კურენბახი.

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი 2016 წლის 19 დეკემბერს მოხდა. წარმოშობით ტუნისელმა, ანის ამრიმ სატვირთო ავტომობილი გაიტაცა და ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.