ბერლინის ზოოპარკი ტყუპი პანდების ფოტოებს აქვეყნებს

ბერლინის მთავარი ზოოპარკი ტყუპი პანდების ფოტოს პირველად აქვეყნებს. ისინი ზაფხულში, 31 აგვისტოს დაიბადნენ და გერმანიაში დაბადებული პირველი პანდებიც გახდნენ. 

თითოეული მათგანი დაახლოებით 5 კილოს იწონის და მომვლელები მათ საკუთარი ხელით აჭმევდნენ, სანამ პატარები დამოუკიდებლად კვებას არ მიეჩვივნენ. 

მათი მშობლები მენგი და ჯიაო ქინგი გერმანიაში ჩინეთიდან 2 წლის წინ ჩამოიყვანეს. პ

ანდები გადაშენების პირას არიან და მსოფლიოს მასშტაბით, ველურ ბუნებაში მათი რაოდენობა, დაახლოებით, მხოლოდ 2000-ია. 

ტყუპებისთვის სახელები ჯერ არ მოუფიქრებიათ და ისინი არც საზოგადოებას უნახავს.