ბერლინში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ბერლინში, ტეგელის რეგიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა ფლორესტრასზე მდებარე საცავი დააზიანა. ამის შესახებ განცხადებას ბერლინის სახანძრო სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი. სამართალდამცავებმა მიმდებარე სახლების მაცხოვრებლებს ფანჯრებისა და კარების დახურვისაკენ მოუწოდეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

RBB-ის რადიოსადგურის ცნობით, ხანძარი საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანია Storck-ისა და ამწევი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიები Otis-ის შენობებში გაჩნდა.