ბერლინში საპროტესტო აქციაზე პოლიციელები დაშავდნენ

ბერლინში რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტები. 

აქციაში დაახლოებით 15 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მიტინგი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა სპონტანური დემონსტრაცია მოაწყო, სადაც პროტესტი უფრო აგრესიული ფორმით წარიმართა და მომიტინგეებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

”იყო შემთხვევები, როდესაც მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები ესროლეს. ჯერ ზუსტი მონაცემი არ არის, მაგრამ რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაშავებულია ფოტოჟურნალისტი”, - განაცხადა პოლიციის სპიკერმა.