ბერლინში საკარანტინო შეზღუდვები გააპროტესტეს - აქციაზე 18 პოლიციელი დაშავდა

ბერლინში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს 18 პოლიციელი დაშავდა. როგორც ცნობილია, 3 მათგანი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინში საპროტესტო აქციაში  20 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. სახელმწიფო მათ დაშლისკენ მოუწოდებდა, თუმცა, დაუმორჩილებლობის გამო, პოლიცია იძულებული გახდა აქტივისტები ძალის გამოყენებით დაეშალა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 209 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ინფექციას 9 224 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 193 ათასი გამოჯანმრთელდა.