ბერლუსკონი კვლავ კლინიკაში მოათავსეს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 84 წლის სილვიო ბერლუსკონი კვლავ მილანში, სან-რაფაელის საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაცის Reuters ავრცელებს.

აღინიშნა, რომ ბოლოს ბერლუსკონი იმავე საავადმყოფოდან 30 აპრილს, 24-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გაწერეს.

ასევე ცნობილია, რომ იანვარში ყოფილი მინისტრი საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო მკურნალობდა. 2016 წელს კი ბერლუსკონიმ გულის ოპერაცია გაიკეთა და ის ასევე პროსტატის კიბოს გადაურჩა.