ბერნარ არნომ კორონავირუსის გამო 30 მილიონი დოლარი დაკარგა

ფრანგული კომპანიის Louis Vuitton Moët Hennessy ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის გამო 30 მილიონი დოლარი დაკარგა. ამას Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემები მოწმობს. სააგენტოს ინფორმაციით, ეს მაქსიმალური თანხაა, რომელიც კრიზისის დროს ერთმა ადამიანმა დაკარდა.

პანდემიის გამო, არნოს კომპანიის მაღაზიების უმეტესობა უკვე ერთ თვეზე მეტია დაკეტილია. წელს LVMH-ის აქციების ფასი 19 პროცენტით დაეცა.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არნოს ბიზნესის მომავალი ჩინურ ბაზარზე იქნება დამოკიდებული, რომელზეც გაყიდვების მესამედი მოდიოდა.

ამჟამად ბერნარ არნო (90 მილიარდი დოლარით) Forbes-ის სიაში მესამე ადგილს იკავებს. პირველზეა Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი (141,8 მილიარდი დოლარით). მეორეზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი (105,7 მილიარდი დოლარით).