ბეთლემში შობას აღნიშნავენ

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. 

ასობით ტურისტი და პილიგრიმი ბეთლემში შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავიდა. ქალაქი ქრისტეს დაბადების ადგილად მიიჩნევა. მორწმუნეები ტრადიციულ საშობაო მესას დაესწრნენ და სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს.